ანა მიქელაძე: შშმ პირებს შეუძლიათ, თავად ამოარჩიონ, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, შშმ პირებს შეუძლიათ, თავად ამოარჩიონ, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცესკო-ს ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე – cesko.ge ბანერის საარჩევნო რუკა განახლდა, სადაც შშმ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია წლებია, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნასა და არჩევნებში მათ მონაწილეობას.

31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცესკო-ს ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე cesko.ge განახლდა ბანერის საარჩევნო რუკა, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სხვა ინფორმაციასთან ერთად უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ, შესაბამისი ფოტო-სურათებით და, სურვილის შემთხვევაში, თავად ამოარჩიოს, თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ცესკო-ს ვებ-გვერდზე როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე უბნების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია 1118 საარჩევნო უბნისათვის”, – განაცხადა მიქელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები