ზატულინი: საქართველომ სომხეთისთვის ტექნიკის მიწოდება დაბლოკა, რომელ ნდობაზე ან რუსეთთან რა ურთიერთობაზე შეიძლება, იყოს საუბარი?!

რუსეთის დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის თქმით, საქართველოს ნდობაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან თბილისმა ცოტა ხნის წინ სომხეთისთვის გადასაცემი სამხედრო ტექნიკის გატარება დაბლოკა.

მისი თქმით, ნატო-სკენ საქართველოს დაჟინებული სწრაფვა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასა და განვითარებას ბლოკავს.

“მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ სომხეთისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება დაბლოკა, რომელსაც მოსკოვი, ერევანთან შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიის გავლით უნდა მიეწოდებინა. საქართველომ ამის საშუალება არ მოგვცა, რის გამოც მას მადლობა გადაუხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, პომპეომ. რომელ ნდობაზე, რუსეთთან რა ურთიერთობაზე შეიძლება, იყოს საუბარი, თუ საქართველო აგრძელებს ჩვენ შეფერხებას”, – განმარტა კონსტანტინე ზატულინმა.

ორი დღის წინ საქართველოს მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გადაუხადა. მისი თქმით, “საქართველო ძალიან საიმედო პარტნიორია. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამისთვის. შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის სახით ჩვენ ვხედავთ საიმედო პარტნიორსა და მეგობარს. ჩვენი მთავრობათაშორისი ურთიერთობები ყოველდღე ძლიერდება. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება“.

საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 12 ივნისს დაწყებულ სამხედრო ესკალაციაზე, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ რუსული სამხედრო ტექნიკა გაატარა, რომელიც მოსკოვმა ერევანს მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები