ზატულინი: საქართველო ნატო-სგან ვერ ღებულობს და ვერ მიიღებს იმას, რაც უნდა
რუსეთის დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის თქმით, “სამწუხაროდ, ნატო-ში წევრობით ან ამის გარეშე საქართველო ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატში ისევ იმყოფება, საკუთარ სამხედროებსა და სხვა გეგმებს ნატო-ელი ემისრებისა და სტრუქტურების შესაბამისად ალაგებს”.
“შესაძლოა, სააკაშვილის დროიდან რაღაცები შეიცვალა, მაგრამ – უმნიშვნელოდ. რადგან დასავლეთი საქართველოს სპეცსამსახურების, ქართველი სამხედროებისა და ყველაფრის კონტროლს აგრძელებს, რაც სამხედრო გეგმების შემუშავებას შეეხება, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, შეიარაღების მიწოდებას – ყველაფერი აშშ-სა და ნატო-ს სხვა პარტნიორებთან შეთანხმებით ხდება. ანუ, ნატო-სთან საქართველოს მიბმის დონე ისედაც ცხადია.
საქართველომ, რასაკვირველია, ვერ მიიღო და ვერ მიიღებს სასურველს – ნატო-ს ვალდებულებას იბრძოლოს საქართველოს ინტერესებისთვის, თუმცა, ალიანსთან თანამშრომლობას სამხედრო სფეროში აგრძელებს”, – თქვა ზატულინმა.
აღსანიშნავია, რომ ზატულინს საკითხზე კომენტარი ნინო ბურჯანაძის მიერ ორი დღის წინ “რია ნოვოსტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრების გამო სთხოვეს.
ბურჯანაძის თქმით, “არარეალისტურია უახლოეს მომავალში ნატო-ში საქართველოს წევრობა. თბილისმა პარტნიორული ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთთან უნდა შეინარჩუნოს. ეს ურთიერთგამომრიცხავი საკითხები არ არის”.