დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები –10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის, ჭონქაძის და იაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდებას, ბეთანიის, კვესეთისა და კიკეთის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ვარკეთილი-3 I, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, თრიალეთის, სადგერის, ოჯალეში, ვიქტორ კუპრაძის, რწმენის, აკაკი ჩხენკელის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძისა და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), კონსტანტინე კაპანელის, ხომლის, ინტენსიფიკაციის, ქვემო აჟარის, ანდრო ჭილაიას, უჩა ჯაფარიძის, ტოგო გუდავას, ალექსანდრე ბანძელაძის, შალვა ნუცუბიძის, ზურაბ მუზაშვილის, რამაზ ჩხიკვაძის, გამრეკელის, გურიელის, დ. გამრეკელის, შატილის, ძოწენიძისა და პაბლო პიკასოს ქუჩების მოსახლეობას. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძისა და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები