საქართველოში კვირის ბოლოს IRI-ის ტექნიკური ჯგუფი ჩამოვა

IRI ის რეგიონული დირექტორის განცხადებით, საქართველოში კვირის ბოლოს ორგანიზაციის 5-კაციანი ტექნიკური ჯგუფი ჩამოვა და ამ მცირე შემადგენლობიდან გამომდინარე საბოლოო ანგარიშის მომზადებისას მოუწევთ, საელჩოებისა თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დაკვირვების შედეგებიც გაითვალისწინონ.

“IRI-ის გრძელვადიანი ტექნიკური მისია აქვს, რაც გულისხმობს 5-კაციან ტექნიკურ-ანალიტიკოსთა გუნდის გამოგზავნას და ასევე კოორდინატორს, რომელიც დააკვირდება კვლევას და საარჩევნო პროცესის მონიტორინგს აწარმოებს იმაზე, თუ რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება პროცესები და პანდემიის პირობებში რამდენად უსაფრთხოდ ჩატარდება არჩევნები. ჩვენ ვთანამშრომლობთ შიდა სადამკვირვებლო ჯგუფთან”, – აცხადებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჯონ დიპირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები