საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფაიგ გულიევმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
უწყების ინფორმაციით, ​სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა, მინისტრმა აზერბაიჯანელ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში.
შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები განიხილეს.
​შეხვედრის დასასრულ, დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ მიულოცა ამ მეტად საპასუხისმგებლო მისიის დაწყება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები