ალექსეი ნავალნი კლინიკიდან გაწერეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც 20 აგვისტოს “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამით იქნა მოწამლული, ბერლინის “შარიტეს” კლინიკიდან გაწერეს.

შესაბამისი ინფორმაცია კლინიკის ვებგვერდზე გავრცელდა.

“პაციენტის მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ ის სტაციონარიდან გაწერეს. ალექსეი ნავალნი “შარიტე”-ში 32 დღის განმავლობაში მკურნალობდა, მათგან 24 დღე რეანიმაციაში გაატარა. პაციენტის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ მისი სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია. თუმცა, ჯერჯერობით, ნაადრევია მოწამვლის ხანგრძლივი შედეგის შეფასება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები