მარინა ენდელაძე: ეპიდსიტუაცია დრამატული არ არის, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია დრამატული არ არის, თუმცა, სიფრთხილეა საჭირო.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს.

“ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტია მოთავსებული. აქედან სამი მძიმე პაციენტია, რომელთა პროგნოზი ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედოა. შემთხვევების მატება არის, მაგრამ ეპიდსიტუაცია ძალიან დრამატული არ არის, თუმცა, სიფრთხილე საჭიროა. ბევრი ტესტირება ტარდება”, – აღნიშნა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები