საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4140-ს შეადგენს, –  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 69-ით გაიზარდა და მათი საერთო რიცხვი 1643-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია – 5255 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 563.

ქვეყანაში კორონავირუსისგან 23 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები