საპატრიარქო “თვითმარქვია სასულიერო პირს” ამხელს – ვინ არის ე.წ. თომა სალოსი

საპატრიარქოს პრესსამსახური თვითმარქვია სასულიერო პირის, ე.წ. თომა სალოსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარი გურამ ბეთეშვილია​ და ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში არასდროს ირიცხებოდა.

“თვითმარქვია სასულიერო პირი, ე.წ. თომა სალოსი, იგივე თომა ბეთანელი.
საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს ე.წ. თომა სალოსის, იგივე თომა ბეთანელისა და მისი საქმიანობის შესახებ.

საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნების ნამდვილი სახელი და გვარია გურამ ბეთეშვილი. იგი არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად და მღვდლად, არც აღკვეცილა მონაზვნად.

ამიტომ, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების იმიტაცია წარმოადგენს მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამაბრკოლებელ ქმედებას, მკრეხელურ თვითნებობასა და მძიმე საეკლესიო დანაშაულს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები