სანდრო ბრეგაძისა და რუსი დეპუტატის სკანდალური სატელეფონო საუბარი ვრცელდება (ვიდეო)

სოციალურ ქსელ youtube-ის გვერდზე ვრცელდება აუდიოჩანაწერი, რომელშიც “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრს, დეპუტატს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი ერთ-ერთი საიტის მიერ რამდენიმე საათის წინ გასაჯაროვდა. საუბარი არის კგბ-ის ყოფილ პოლკოვნიკზე, რომელიც სანდრო ბრეგაძეს საქართველოში პროპანისა და ბუტანის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებს უთანხმებს.

იგორ მოროზოვთან რამდენიმეწუთიანი დიალოგის დროს სანდრო ბრეგაძეს ჰპირდებიან, რომ კონკრეტული დავალებების შესრულების შემდეგ ის კრემლისთვის სანდო პირი გახდება.

ყოფილი პოლკოვნიკი ბრეგაძეს სატელეფონო საუბარში ეუბნება, რომ თუ ამ თემას საქართველოში “მოაგვარებს”, საკმაოდ ბევრს გამოიმუშავებს.

-სანდრო, გამარჯობა.

-საღამო მშვიდობის, იგორ ნიკოლაევიჩ, როგორ ხართ?

-არამიშავს, შენი საქმე როგორ მიდის?

-როგორც იტყვიან, კორონავირუსია ჩვენთან, სხვა მხრივ ყველაფერი კარგად.

-იცი, რა მითხარი, გაზის თემა ქართულ ბაზარზე აქტუალურია?

-კი კი, რა თქმა უნდა.

-ჩემი მეგობრები მთავაზობენ ასეთ კარგ წინადადებას. მათი თქმით, საქართველოში გაზის ბიზნესი შესაძლოა, წარმატებული აღმოჩნდეს. თუ ამ თემას შენ საქართველოში მოაგვარებ, არც ისე ცოტას გამოიმუშავებ ცხოვრებაში.

-ძალიან კარგი, იგონ ნიკოალევიჩ.

-მოკლედ, მიხედე საქმეს. პროპანითა და ბუტანით შენ შეგიძლია, გახდე სერიოზული ლიდერი. მე მოვილაპარაკებ პარტნიორებთან, რომ შენ იქნები ლიდერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები