“ჩემი ჩანაწერების მონტაჟი უკრაინიდან ხდება” – სანდრო ბრეგაძე სკანდალურ ჩანაწერებზე (ვიდეო)

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე რუს დეპუტატთან თავის სატელეფონო საუბარზე განმარტებას აკეთებს.

როგორც ბრეგაძე აცხადებს, რუსი დეპუტატი, იგორ მოროზოვი მისი დიდი ხნის მეგობარია. მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი და კიდევ სხვა ჩანაწერებიც არის მონტაჟი, რომელიც უკრაინიდან იტვირთება.

ცოტა ხნის წინ „ქართული მარშის“ ლიდერსა და რუს დეპუტატს შორის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც რუსი დეპუტატი, იგორ მოროზოვი სანდრო ბრეგაძეს ბიზნესის შესახებ ესაუბრება.

„როგორც მე მკარნახნობენ, საქართველოში ბაზარი შეიძლება, იყოს სერიოზული და შენ გახდე სერიოზული ლიდერი“, – მიმართავს მოროზოვი სანდრო ბრეგაძეს ჩანაწერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები