დავით მათიკაშვილი: ავანტიურისტი და კრიმინალი სააკაშვილის სამომავლო პერსპექტივები საქართველოს საპატიმროს ვერ გასცდება
“2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
მათიკაშვილმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა.
“ავანტიურისტი და კრიმინალი სააკაშვილის სამომავლო პერსპექტივები ვერ გასცდება საქართველოს საპატიმროს. ის თუ კვლავ მოიტყუება და საქართველოში ისევ არ ჩამოვა, მაშინ მოვა დრო და მას ჩამოაბრძანებენ და საქართველოს ციხეში მიაბრძანებენ. მისი ყველა განმარტება და მოსაზრება არის ბოდიალი, ბოდვა.
რაც შეეხება ზოგადად სიტუაციას, წინასაარჩევნოდ, რა თქმა უნდა, არანაირი კოალიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არ იქნება, რადგან “ქართული ოცნება” არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია – “ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ,,ნაციონალური მოძრაობისა” და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ – სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ”.
ასევე, სააკაშვილის თქმით, – “მე ვხედავ საზოგადოების კოალიციას. საერთოდ არ ვხედავ პარტიულ კოალიციას. ამ არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობას აიღებს ან, საქართველო დაიღუპება”.