ანდრია გვიდიანი: სააკაშვილისგან უტიფრობა არ მიკვირს, თუმცა, მაინც ყველაფერს აქვს საზღვარი, მით უმეტეს, როცა ეს უტიფრობა ფაქტობრივ უზუსტობებსა და ტყუილებზეა აგებული

„სააკაშვილმა ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. პრინციპში მისგან უტიფრობა არ მიკვირს, თუმცა მაინც ყველაფერს აქვს საზღვარი. მით უმეტეს, როცა ეს უტიფრობა ფაქტობრივ უზუსტობებზე და ტყუილებზეა აგებული. ახალი არ არის, რომ ეს კაცი ყველაფრის მკადრებელია, არც არავის უკვირს მისგან არც ტყუილი, არც ფარისევლური ბოდიშები, არც დამახინჯებული რეალობა და, ზოგადად, არაფერი. მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე მისი ყველა სიტყვის და ფრაზის რევიზია შემოგთავაზოთ“,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ანდრია გვიდიანი აღნიშნავს.

 

- რეკლამა -

- რეკლამა -

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშილი ყველაფრის მკადრებელია, რომ მისგან არავის უკვირს არც ტყუილი, არც ფარისევლური ბოდიშები, არც დამახინჯებული რეალობა, მაგრამ გვიდიანის თქმით, მან მაინც საჭიროდ ჩავთვალა ყველა სიტყვის და ფრაზის რევიზია.

 

„მიხეილ სააკაშვილი – „როგორ გრძნობს თავს 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ვალის გადაუხდელობის გამო ართმევენ ბინას?!”

 

სიმართლე – 2012 წელს კომერციული ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი შეადგენდა 9.3%-ს, 2019 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი შემცირებულია 4.4%-მდე.(წყარო, ეროვნული ბანკი).

 

მიხეილ სააკაშვილი – „როგორ გრძნობს ბავშვი თავს, რომლის დედა მოხუცებს უვლის საბერძნეთში (მისივე ფრაზეოლოგიით ტრაკს წმენდს) ხოლო მამა მუშაობს პოლონეთში და ბავშვი იზრდება მოხუც ბებიასთან სოფელში?!”

 

სიმართლე – 2003- 2012 წლებში მიგრაციული სალდო (ანუ ქვეყნიდან გადინების მაჩვენებელი შეადგენდა საშუალოდ 6,46%-ს, 2013- 2019 წლებში იგივე მაჩვენებელი შეადგენს 1,6%-ს. აბსოლუტურ რიცხვებში წინა ხელისუფლების დროს მიგრანტთა რაოდენობამ 247 ათასი შეადგინა მოქმედი ხელისუფლების პირობებში სულ ქვეყანა დატოვა 41 ათასმა მოქალაქემ, ანუ 6-ჯერ ნაკლებმა. (წყარო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური);

 

მიხეილ სააკაშვილი – „სიღარიბესთან ერთად იმატა დამნაშავეობამ, 99%-ით გაიზარდა ქურდობა, მომრავლდა მკვლელობები – ეს ყველაფერი სიღარიბის ნაწილია”.

 

სიმართლე – 2012 წელს განზრახ მკვლელობის ბრალდებით საქმე აღიძრა 220 შემთხვევაში, 2019 წლის მონაცემებით, იგივე მაჩვენებელი შეადგენს 75-ს; 2012 წელს ქურდობის ბრალდებით საქმე აღიძრა 3182 შემთხვევაში, 2019 წელს იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა 2712 შემთხვევაზე. აქვე 2006-2012 წლებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენდა 39%-ს, 2012-2019 წლებში იგივე მაჩვენებელი გაზრდილია 10%-ით და შეადგენს 49%-ს. (წყარო, საერთო სასამართლოების სტატისტიკა, სისხლის სამართლის კოლეგია);

 

მიხეილ სააკაშვილი – „ჩემ დროს 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა, ბოლო 8 წლის განმავლობაში კი, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ის შემცირდა”.

 

სიმართლე – სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში 2003-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა 17,8 მილიარდი საერთაშორისო დოლარიდან 2012 წლამდე გაიზარდა 36,6 მილიარდ საერთაშორისო დოლარამდე ანუ 18.8 მილიარდი დოლარით. „ოცნების“ პირობებში 2013-2019 წლებში, ანუ 7 წლიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა საერთაშორისო დოლარებში გაიზარდა 36,6 მილიარდიდან 58,1 მილიარდ საერთაშორისო დოლარამდე, ანუ 21,7 მილიარდით. შესაბამისად, 7 წლიანი პერიოდი უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა, ვიდრე 9. (წყარო, მსოფლიო ბანკი);

 

მიხეილ სააკაშვილი – „საქართველოში აღარ შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები”.

 

სიმართლე – სააკაშვილის 9 წლიან მმართველობის პერიოდში (2004-2012) შემოვიდა 9,170 მილიარდი დოლარი, „ოცნების” 7 წლიანი მმართველობის (2013-2019) პირობებში 10,751 მილიარდი დოლარი; აქვე (პუი/მშპ – 7.3%), საქართველო პირველ ადგილზეა სამეზობლოში, ასევე, იგივე მაჩვენებლით, საქართველო მესამე ადგილზეა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. (წყარო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური);

 

მიხეილ სააკაშვილი – „მნიშვნელოვანია, რომ მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ”.

 

სიმართლე – 2012: 4.7 მილიონი ვიზიტორი 2019: 9,3 მილიონი ვიზიტორი. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2012 – 1,41 მილიარდი დოლარი, 2019 – 3,27 მილიარდი დოლარი. (წყარო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია).

 

მიხეილ სააკაშვილი – „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს ყველა ევროპული სუპერმარკეტის თაროზე”.

 

სიმართლე – აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 2012 – 511 მილიონი დოლარი, 2019 – 895 მილიონი დოლარი. გაიზარდა 75%-ით. გარდა ამისა, უშუალოდ ევროკავშირში 2012 წელს მთლიანად განხორციელდა 82 მილიონი დოლარის ექსპორტი, ოცნების პირობებში გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად კი, ეს მაჩვენებელი ათჯერ გაიზარდა და 2019 წელს 819 მილიონი დოლარი შეადგინა. (წყარო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური)”,- წერს ანდრია გვიდიანი.

 

ექსპერტი აღნიშნავს, რომ სააკაშილმა რიცხვები მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე ახსენა.

 

„რაღაცების ბოდვა დაიწყო საქართველოს გავაბრწყინებთო და ეგეთების და მაგის შეფასებას უბრალოდ არ ვიკადრებ. დასკვნები თავად გამოიტანეთ, ყველა რიცხვზე და წერტილ-მძიმეზე პასუხისმგებელი ვარ”,- აცხადებს ექსპერტი.

 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელში ახალ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საკუთარი გეგმა გაახმოვანა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები