კასპში მკვლელობა მოხდა

კასპში ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრილია. არსებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, რომელიც კასპში ხელოსანთან, მანქანის შესაღებად თანმხლებ პირთან ერთად იყო მისული. გასროლის  შედეგად, ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, მეორემ  კი  დაზიანებები მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: 108-ე – განზრახ მკვლელობის მუხლით, 118-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები