ლარი დოლართან მიმართებით 0.0254 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0254 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.2140 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1886 ღირდა.
0.0454 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.8057 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7603 ლარი იყო.