ბაიდენი: რუსეთი არჩევნებში ჩარევისთვის “პასუხს აგებს”

დემოკრატიული პარტიის, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მოსკოვის აგრძელებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობას.

​ბაიდენის თქმით, 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთი “პასუხს აგებს”.

CNN-ის ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ არჩევნებში ჩარევა არის “სუვერენიტეტის დარღვევა” და ხაზი გაუსვა, რომ, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სადაზვერვო საზოგადოება რუსეთის ჩარევის მტკიცებულებას იპოვის და მოსკოვი ამის გამო “შესაფერის საფასურს გადაიხდის”.

ამასთან, ბაიდენს დეტალებზე არ უსაუბრია, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ “ახლა ამის გაკეთება წინადაუხედაობა” იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები