ბრიტანეთის მთავრობაში “ლოქდაუნს” არ გამორიცხავენ

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა კორონავირუსის გამო კიდევ ერთხელ ჩაიკეტოს.

ამის შესახებ Sky News-ი წერს.

აღინიშნება, რომ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებთანაც მთავრობა კონსულტაციებს გადის, გამოდიან წინადადებით, რომ ოქტომბერში ორკვირიანი “ლოქდაუნი” გამოცხადდეს, რათა მოხდეს მზარდ შემთხვევებთან გამკლავება.

“თავდაცვის უკანასკნელი ხაზია – ფართომასშტაბიანი ეროვნული ქმედება და ამის დანახვა არ მინდა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მძიმე პანდემიის დროს ხალხი დავიცვათ. ეს არ არის ის, რასაც კატეგორიულად გამოვრიცხავთ”, – თქვა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ქვეყანამ პრობლემის სერიოზულობა უნდა აღიაროს.

“ვირუსი ძლიერდება. სამწუხაროდ, იზრდება არა მხოლოდ ინფიცირებულთა რიცხვი, არამედ – ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოებში ხვდებიან”, – აღნიშნავს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები