საზარელი ავარია ვარკეთილში – დაღუპულია ერთი ადამიანი (ფოტო)

ვარკეთილში სუხიშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოყვა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავმა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა რა დროსაც გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა.

აღნიშნულის შედეგად მანქანის მგზავრი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო, ავტომობილის მძღოლი სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები