გიორგი გახარია: 5 ოქტომბრიდან „აწარმოე საქართველოში”-ს მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება

“5 ოქტომბრიდან „აწარმოე საქართველოში”-ს მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონ ლარამდე იზრდება.

„ჩვენ ივნისში დავაანონსეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტი – მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც არის „აწარმოე საქართველოში”-ს ერთ-ერთი კომპონენტი, რაც ძალზედ პოპულარული და ეფექტური იყო ბოლო წლების განმავლობაში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 9400-მა მოქალაქემ. ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონამდე და ასევე ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც. ეს იყო 20 000 ლარი და გახდება 30 000 ლარი”, – განაცხადა გორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერა დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის გრანტის სახით დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელსაც შეუძლიათ და უნდათ, გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი საქმე და ბიზნესი. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა და დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მე მინდა, ჩვენს თითოეულ  მოქალაქეს ვუთხრა, რომ ამ პროგრამების შესახებ ისინი ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, მათივე ქალაქებსა და რეგიონებში. ყველამ  ერთხმად უნდა დავუჭიროთ მხარი ინიციატივას, რომ ადამიანმა პირველი ნაბიჯები გადადგას ბიზნესში და აიღოს პასუხისმგებლობა თავის მომავალზე. ამ პროგრამისთვის განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები