რა იწვევს კოშმარულ სიზმრებს – მეცნიერებმა მიზეზს მიაკვლიეს

24000 ადამიანის კვლევამ აჩვენა, რომ სიზმრები არსებული რეალობის გაგრძელებაა და ყველაზე ცუდი სიზმრებიც კი ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ ან მიმდინარე მოვლენებთან ასოცირდება.

იტალიაში Roma Tre University ის კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, სიზმრებზე მოქმედებს. რაც უფრო მეტად ვშფოთავთ და ვნერვიულობთ მით უფრო მაღალია საშინელი სიზმრების ალბათობა და პირიქით. მკვლევარებმა გამოიყენეს თანამედროვე ანალიზი სიზმრების კოდიფიკაციისთვის, მათი პერსონაჟების, გამოცდილებისა და ურთიერთობების საფუძველზე. ამ ყველაფერმა შესაძლებელი გახადა ყოვლისმომცველი მონაცემების მოპოვება და მათი შედარება რეალურ ცხოვრებაში არსებულ გამოცდილებასთან.

„აქამდე ამ ტიპის კვლევა, როგორც წესი, ხდება ინდივიდუალურად პიროვნებასა და ფსიქოთერაპევტს შორის. ახალი ექსპერიმენტი ერთდროულად 24,000 ადამიანზე ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ 75% შემთხვევაში დადასტურებულია ძილსა და რეალობას შორის კავშირის ჰიპოთეზა. და რა არის ცუდი სიზმარი? – უფრო ხშირად ეს არ არის ის, რაც მოხდა იმავე დღეს.საშიში სიზმარი ასახავს გარკვეული დროის მანძილზე დაგროვებულ ნეგატიურ ემოციებს, რომლებიც ძილში ვიზუალურ გამოსახულებას იძენს. ალბათ ეს ასახავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას“,- წერს esquireme.com.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები