ლარი დოლართან მიმართებით 0.0001 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0001 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.1547 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1546 ღირდა.
0.0081 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.7440 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7521 ლარი იყო.