კახა კალაძე: არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებას გააცნობს წესებს, თუ როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

„არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დგას. ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებას გააცნობს წესებს, თუ როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისი რეგულაციები უკვე არსებობს და ცესკო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაითვალისწინოს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ასე ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები