მერაბ ქვარაია: შეუძლებელია, სააკაშვილის გადაწყვეტილება, თუნდაც ფსიქიკური თვალსაზრისით, ნორმალურად ჩაითვალოს, ეს ხელისუფლებისკენ მისი ავადმყოფური სწრაფვის მორიგი ლუსტრაციაა

“შეუძლებელია, სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება, თუნდაც ფსიქიკური თვალსაზრისით, ნორმალურად ჩაითვალოს, ეს ხელისუფლებისკენ მისი ავადმყოფური სწრაფვის მორიგი ლუსტრაციაა. ცოლის შემდეგ, ახლა უკვე დედის ზურგს ამოფარება და გაგზავნა “საბრძოლო ველზე”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მერაბ ქვარაია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სავარაუდო წარდგენას.
„წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდებოდა”, იმ სერიიდანაა. სააკაშვილის პარტიას ამ არჩევნებზე ექნება ყველაზე დაბალი შედეგი, ვიდრე – სხვა რომელიმე არჩევნებში ჰქონია და ეს მან ყველაზე კარგად იცის, ამიტომაც, მზადაა, ძალაუფლებისთვის წავიდეს ყველაფერზე, თუმცა ეს მცდელობაც ისეთივე უსარგებლოა, როგორც მისი ყალბი დაპირებები ჩამოსვლაზე და სხვა სიცრუეები, რასაც მომხრეებთან აანონსებს”, – განაცხადა დეპუტატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები