ლარი დოლართან მიმართებით 0.0238 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0238 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.1546 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.1308 ღირდა.
0.0343 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.7521 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.7178 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები