“ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აგრარულ ბაზარში ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობენ

„ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობენ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ბათუმის აგრარულ ბაზარსა და სავაჭრო ცენტრ დი-ენ-შოპ-ში შედგა. მაჟორიტარობის კანდიდატები ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შეხვდნენ. ბაზრის ტერიტორიაზე დასაქმებულ მოვაჭრეებთან გამართულ შეხვედრაზე საარჩევნო კანდიდატებმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და მათი პრობლემები მოისმინეს. შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები