შუახევის მერიის ზედამხედველობის სამსახური სხვადასხვა ობიექტს ამოწმებს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაბა შუახევსა და ხიჭაურში კვების ობიქტების, სასურსათე მაღაზიების, აფთიაქებისა და სამარშუტო ტაქსების კონტოლი პერიოდულად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, ზედამხედველობის სამსახურმა ყველა ობიექტის თანამშრომელი, ფიზიკური და იურიდიული პირი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები გააფრთხილა, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რაც ვირუსის აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო საბჭომ გამოსცა.
ხვალიდან შუახევის მერია, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებებს დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც, დეზინფექცია ჩაუტარდება ორგანიზაციებს, თვითმართველობის შენობას, ქუჩებს, უბნებს, სკვერებს, თავშეყრის ადგილებს, მრავალბინიან კორპუსებს, ეზობებსა და ა.შ
ზედამხედველობის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს –  გამოიყენონ პირბადე და დავიცვან დისტანცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები