ბეირუთში ისევ ძლიერი ხანძარია – ქალაქის ფინანსურ რაიონში შენობა იწვის (ვიდეო)

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისევ ხანძარია. ამჯერად, ქალაქის ფინანსურ რაიონში ცნობილი შენობა იწვის.

ცეცხლი ცნობილი არქიტექტორის, ზაჰი ჰადიდის მიერ მიერ აშენებულ შენობას გაუჩნდა, – წერს Al-Arabiya.

ცნობილია, რომ შენობა რამდენიმე წლის განმავლობაში იგებოდა და თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს, თუმცა, ადგილზე სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ბეირუთის პორტში, სადაც 4 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა, საწყობში ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები