ჩხოროწყუში იმერეთის ღია ჩემპიონატი ფეხბურთში ჩატარდა

ჩხოროწყუში იმერეთის ღია ჩემპიონატი ფეხბურთში 2004 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა. ერთმანეთს სამეგრელოს ,,ჩხოროწყუ” და ხაშურის ,,ივერია” შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხაშურის სპორტსკოლიდან აცნობეს.

“წარმატებული აღმოჩნდა პირველი შეხვედრა ხაშურის ,,ივერიის” გუნდისთვის. მასპინძელი გუნდი 0:2 დაამარცხეს. ორივე გოლის ავტორი ლუკა ბადრიაშვილია.
მწვრთნელები: გიორგი ჩადუნელი, ლევან ლომიძე
წარმატებებს ვუსურვებთ ხაშურის ,,ივერიასა” და მათ მწვრთნელებს შემდეგ ასპარეზობებზე”, – ნათქვამია ხაშურის სპორტსკოლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები