იოსებ ხახალეიშვილი: მხოლოდ ერთობით შევძლებთ ქუთაისი იყოს წარმატებული და ძლიერი ქალაქი

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს მათ ქალაქ მუზეუმისა და სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს და თითოეული მათგანის საჭიროებებს გაეცნენ.

“ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი იქნება. ამასთანავე, ქუთაისს უნდა გავუძლიეროთ კულტურულ-საგანმანათლებლო სტატუსი.

ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: საინვესტიციო გარემოს შექმნა, სამრეწველო, სავაჭრო და ტურისტული სექტორების განვითარება, ქალაქის ეკონომიკის დინამიური ზრდის უზრუნველყოფა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური ფონისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

მიგრაციული პროცესების შეჩერების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მოსახლეობის შემოსავლების მატების და სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სტიმულირება. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი და სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების გამოცდილების, კონტაქტებისა და ადამიანური პოტენციალის გამოყენება.

ჩვენ თითოეულ თქვენგანს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, რათა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირება და სწორედ გამოვლენილ საჭიროებებზე დაყრდნობით მოხდეს ქალაქის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა მომავალშიც. ამისთვის საჭიროა, ქალაქის მერსა და მაჟორიტარ დეპუტატს მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს თითოეულ თქვენგანთან. მხოლოდ ერთობით შევძლებთ ქუთაისი იყოს წარმატებული და ძლიერი ქალაქი”, – მიმართა მოსახლეობას იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე მერობის კანდიდატი კულტურულ ღონისძიებას #ლექსიკედელზე პრეზენტაციას დაესწრო, სადაც ქუთაისელი ავტორის ირმა ქურასბედიანის პატრიარქისადმი მიძღვნილი ლექსის კედელზე საზეიმო გახსნა გაიმართა.

ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები