ირაკლი ჩიქოვანმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონაში ადგილობრივებს შეხვდა

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონას მოსახლეობას შეხვდა.

ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება სოფლის სოფლის განვითარებაზე და შამგონაში დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა

,,აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იცით ოკუპაციის სიმძიმე, ოკუპაცია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის მეტ განვითარებას. ჩვენი დევნილი მოსახლეობა აუცილებლად დაბრუნდება საკუთარ სახლში, მაგრამ მანამდე ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილ ოჯახს ექნება საკუთარი საცხოვრებელი ფართი და ამას შევძლებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კონკრეტული და შემუშავებული გეგმით.

ძალიან მოწესრიგებული და ლამაზი სოფელია. რეაბილიტირებულია ცენტრალური საავტომობილო გზა, სოფელი სრულად გაზიფიცირებულია. მალე შამგონაში თანამედროვე სტანდარტების ახალ საბავშვო ბაღს ავაშენებთ და წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოვაგვარებთ. ვგეგმავთ სოფლის ცენტრში არსებული საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობასაც”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შამგონაში გამართული შეხვედრის შემდეგ კანდიდატი მოსახლეობას ახალაბასთუმანში შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები