თორნიკე რიჟვაძე: რამდენიმე დღეში ველოდებით აჭარასა და ბათუმში ინფიცირების შემთხვევების შემცირებას

“რამდენიმე დღეში ველოდებით აჭარასა და ბათუმში ინფიცირების შემთხვევების შემცირებას”, –  ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე, მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის, ეფექტურად მართოს ეპიდვითარება.

,,სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი. როგორც სამედიცინო სექტორი, ასევე მთლიანად სამთავრობო ვერტიკალი მზად არის, ამ მზარდი რისკების ფონზე, ეფექტურად მართოს პროცესი. ჩვენ ხელმისაწვდომი გავხადეთ გაფართოებული ტესტირება ყველა მოქალაქისთვის. შესაბამისად, კოვიდინფიცირების გამოვლენა ხდება სწრაფად.

აჭარაში ჰოსპიტლური სექტორი გაფართოვდა და მობილიზებულია 350-ზე მეტი საწოლ-ფონდი, ლაბორატორიების სიმძლავრე არის შესაბამისი. ამოქმედდა დამატებითი პროტოკოლები და ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მართვა ე.წ. კოვიდ-სასტუმროებში. ჩვენ ამ მიზნით უკვე დავაკონტრაქტეთ, დაახლოებით, 400 ნომერზე მეტი და ეს მოგვცემს საშუალებას, განხორციელდეს შესაბამისი სტაციონარული და სტაციონარის შემდგომი სერვისები”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, არ განიხილება აჭარის, ბათუმის ჩაკეტვა ან კარანტინის დაწესება. სწავლა აჭარაში 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები