კახა ოქრიაშვილს ამჯერად წალკელი მხარდამჭერები გაემიჯნენ

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგებს ამჯერად წალკელები ტოვებენ. 20-მდე ადგილობრივის განცხადებით, “ნაცმოძრაობის” მმართველობა დღემდე ახსოვთ და არ სურთ, ძველ დროში დაბრუნდნენ.
როგორც ადგილობრივი, ზურაბ გოგიტიძე “რეგიონულ კვირასთან” საუბრობს, “ნაციონალური მოძრაობის” დროს წნეხისა და ძალადობის ქვეშ იყო ხალხი.
„დღეს წალკაში მცხოვრებმა ოცმა მოქალაქემ დავტოვეთ ოქრიაშვილის ამომრჩეველთა რიგები. დღემდე დიდ პატივს ვცემდით მას, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ადრე იყო “ნაციონალი” და ისევ “ნაციონალებთან” დაბრუნდა, ჩვენ არ გვინდა ეგეთი მაჟორიტარი, რომელიც არის მერყევი“, – აცხადებს ზურაბ გოგიტიძე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები, პროტესტის ნიშნად, არაერთმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები