ფოთის მერიაში კორონავირუსის საპრევენციოდ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს

ფოთის მერიაში, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მერის – გოჩა კურდღელიას ხელმძღვანლობით, ოპერატიული რეაგირებისათვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ფოთის მერიიდან აცნობეს.
შეხვედრაზე ქალაქში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე, არსებულ რისკებსა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
„მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილებები რეგულაციების კონტროლისა და გამკაცრების მიმართულებით. ამ ეტაპზე, ფოთში ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები. მონიტორინგი გამკაცრდება მუნიციპალურ ტრანსპორტში, ბაზარსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტში. მაქსიმალურად კოორდინებულად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს მომატებული რისკები ვმართოთ ეფექტიანად და მინიმუმამდე შევამციროთ გავრცელება“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.
ფოთის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაზარს, ცენტრალურ ქუჩებსა და ღია სივრცეებსაც ჩაუტარდება.
ფოთის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები