ფემიციდის მსხვერპლი ემიგრანტი ქალის ოჯახი სახელმწიფოს ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს

სტამბოლში ფემიციდის მსხვერპლი 32 წლის თ.ჯ-ს ოჯახი ხელისუფლებას ცხედრის უმოკლეს დროში გადმოსვენებას სთხოვს.

ოჯახის თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად იყო, თუმცა, შვილების გამო ყველაფერს იტანდა.

გარდაცვლილის დის ინფორმაციით, თ. ჯ.-ს ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.

,,ბოლო სამი წელია, თურქეთში ცხოვრობდა. იქ მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. საქართველოში დაშორდნენ, ქმარმა იმდენი ქნა, მაინც შეურიგდა და მასთან იყო. პარასკევს საღამოს ველაპარაკეთ, მერე კონტაქტზე არ გამოვიდა. იქ მცხოვრებ ქართველებს დავურეკეთ. პოლიციამ ბინის კარები შეამტვრია და ჩემი დის ცხედარი ძირს ეგდო, დაზიანებები სახის არეში დანით ჰქონდა მიყენებული”, – განაცხადა მოკლულის დამ.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ემიგრანტი ქალი ქმარმა სტამბოლში, სავარაუდოდ, 2 დღის წინ მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს სენაკში 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები