ბათუმის ერთერთ საკარანტინე სივრცეში მყოფი მოქალაქე სასტუმროდან გადახტომით იმუქრება

ბათუმში ერთერთ საკარანტინე სივრცეში მყოფი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტომით იმუქრება. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მოქალაქემ პოლიცია თავად გამოიძახა.
სასტუმრო Batumi L-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის 8 დღეა, კარანტინში იმყოფება და პრეტენზია მხოლოდ კვებასთან დაკავშირებით ჰქონდა.
ცნობისთვის, სასტუმროში კარანტინის რეჟიმში 700 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები