სამტრედიაში, კონსტიტუციის ქუჩაზე და ახალსოფელში გზა დაიგო

სამტრედიაში, კონსტიტუციის ქუჩაზე და ახალსოფელში, ,,ტუტა მიწის” დასახლებაში ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.

დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, მერის პირველმა მოადგილემ – გრიგოლ დალაქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა აღნიშნეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასფალტ-ბეტონის გზა ეტაპობრივად ყველგან დაიგება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ინდიკო”-მ შეასრულა და ის რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები