ქუთაისში 24-ე სკოლის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ქუთაისის #24 საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირების წყარო ე.წ. #32-ე სკოლის კლასტერია.

როგორც 24-ე სკოლის დირექტორი, ელიზბარ ბარაბაქაძე განმარტავს, მის თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა 32-ე სკოლის ბუღალტერთან და ინფიცირებაც აქედან მოხდა.

პაციენტები საჩხერისა და და ქუთაისის სამედიცინო ცენტრებში არიან გადაყვანილები. სკოლის 45 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები