ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნისა და ღია ფიტნესის მშენებლობა იწყება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 167 782 ლარს შეადგენს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტულ ჯგუფებში ჩართვის, სპორტის სახეობების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 9 მინი სპორტული მოედანი, 2 ფიტნეს მოედანი და ერთი სპორტდარბაზი მოეწყობა, რისთვისაც 600 239 ლარი დაიხარჯება.
რეაბილიტებული სპორტული მოედნები ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აქტიურად ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები