ბექა ფერაძე: აჭარაში რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო, 600 ბიზნესსუბიექტს გაფრთხილება მიეცა, 15-მდე კი დაჯარიმდა

 

“კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების მხრივ, აჭარაში სიტუაცია დამაკმაყოფილებელია, გაფრთხილება მიეცა 600 ბიზნესსუბიექტს, 15-მდე კი დაჯარიმდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინსპექტირების დეპარტამენტმა სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებითაც რამდენიმე გაფრთხილება გასცა.

„შევამოწმეთ, როგორც კვების, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სავაჭრო მოლები და ქსელური მარკეტები. დაფიქსირდა ხარვეზები, სადაც საჯარიმო სანქციები გამოვიყენეთ, მათ შორის ქსელური მარკეტების მიმართ და ასევე დაფიქსირდა რამდენიმე სოციალური ღონისძიებაც, რის გამოც, შვიდჯერ მოხდა სანქციის გამოყენება. ვგულისხმობ, სარიტუალო ღონისძიებებს, ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეებს. ასევე, განხორციელდა მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებების გადამოწმება. ჯამში, 300-მდე სატრანსპორტო საშუალება შეჩერდა და გაიცა გაფრთხილებები, როგორც მოქალაქეების, ასევე მძღოლის მიმართ. რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, სიტუაცია დამაკმაყოფილებელია. ჯამში, დაახლოებით 600 ბიზნესსუბიექტს მივეცით გაფრთხილება, 15-მდე კი დაჯარიმდა“, – განაცხადა ფერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები