საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 152-ით გაიზარდა და 2227 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათი რაოდენობა 1369-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.  ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები