“ნაცმოძრაობასთან” გაერთიანება ნიშნავს წარსულში დაბრუნებას” – კახა ოქრიაშვილს დღეს კიდევ ათი მხარდამჭერი გაემიჯნა

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ ათმა მოქალაქემ დატომა. მათი განცხადებით ნაცმოძრაობასთან გაერთიანება იგივე რაც წარსულში დაბრუნებას მოაწერო ხელი.

დმანისის მოქალაქე მაიზერ ვიბლიანი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია “ნაცმოძრაობის” მმართველობა და დღეიდან მხარს “ქართული ოცნების” კანდიდატს გოგი მეშველიანს დაუჭერს.

“მე ვიყავი კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერი, ასევე აგიტატორი წინა წლებში. პიროვნულად არანაირად არ მოდოს წინააღმდეგობაში კახა ჩემთან. მე წინააღმდეგი ვარ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანების. ჩემთვის მათთან გაერთიანება ნიშნავს წარსულში დაბრუნებას, ამიტომ ჩვენ მომავალში ვიყურებით და ვინც აქ ვართ, ყველას გვინდა ნათელი მომავალი და განვითარება, ამიტომ ვაგრძელებთ წინსვლას “ქართულ ოცნებასთან” ერთად”, – განაცხადა ვიბლიანმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, არაერთმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები