გიორგი ხოჯევანიშვილი საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გორისა და კაპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი პედაგოგებს შეხვდა.
როგორც მან, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე მუშაობამ საშუალება მისცა დეტალურად გაცნობოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებს, მათ შორისაა ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი სკოლების მშენებლობა და პედაგოგების მხარდაჭერა.
“განათლების სფერო ჩემთვის განსაკუთრებით სათუთია, რადგან პედაგოგების ოჯახიდან ვარ და ზუსტად ვიცი რა საჭიროებები და პასუხისმგებლობები აქვთ ამ სფეროს წარმომადგენლებს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა და ხარისხიანი განათლება სწორედ პედაგოგებზე და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებზე დგას”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
თავის მხრივ, პედაგოგებმა კანდიდატს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და პანდემიის პირობებში განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს.
შეხვედრას ესწრებოდა კასპის მერობის კანდიდატი ვახტანს მაისურაძე, რომელმაც პედაგოგებს სამოქმედო გეგმა და ხედვები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები