ანრი ოხანაშვილმა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დისერტაცია უმაღლესი შეფასებით დაიცვა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უმაღლესი შეფასებით დაიცვა დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
​მათივე ცნობით, სადისერტაციო ნაშრომის სათაურია – “ორგანიზაციული დანაშაულის ამსრულებლისა და ორგანიზატორის დასჯადობა გერმანიასა და საქართველოში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები