შუახევის მერიის წარმომადგენლებმა ხანძრით დაზარალებული ოჯახები მოინახულეს

შუახევის მერის პირველმა მოადგილემ ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ სოფელ გოგაძეებში ხანძრის შედეგად დაზარალებული დავით თურმანიძის ოჯახი მოინახულეს და პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი მიუტანეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თურმანიძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი 11 წევრისგან შედგება, მათ შორის 2 მცირეწლოვანია. დაზარალებულები მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო. უახლოეს დღეებში ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაეწევა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

ხანძარი გოგაძეებში 5 სექტემბერს მოხდა, რის შედეგად თურმანიძის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები