თავდაცვის სამინისტრო: საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის, საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბაზაზე ერთერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მყისიერად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. მათივე ინფორმაციით, ბაზაზე მყოფებს ჩაუტარდათ ტესტირება და ვირუსი არცერთ მათგანს  გამოუვლინდა.

„აღნიშნული შემთხვევა რუსთავის კლასტერს უკავშირდება. მყისიერად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და სხვა არცერთ ადამიანს საჩხერის ბაზაზე ჩატარებული ტესტირებით ვირუსი არ უფიქსირდებათ. შესაბამისად, კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები