ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში “მდელოს ფარვანას” საწინააღმდეგოდ ფართობები შეიწამლა (ვიდეო)

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების: ნინიგორის, ბაისუბნის, შრომას, ფონას, კართუბანის, აფენის, ცოდნისკარისა და მაწიმის, სოფლებში მდელოს ფარვანას საწინააღმდეგო წამლობა ჩაატარა. სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით 1200 ჰექტარი ფართობი უკვე დამუშავდა.

სეს-ის ინფორმაციით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, მდელოს ფარვანას დასაშვებზე მეტი რაოდენობით დაფიქსირებისთანავე, მყისიერად დაიწყო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მწერის რიცხოვნობის შესაბამისად გაგრძელდება.

ცნობისათვის, „მდელოს ფარვანა” პოლიფაგი მწერია, რომელიც სხვადასხვა სახის მცენარესა და სასოფლო-სამეურნეო კულტურას აზიანებს, განსაკუთრებულ ზიანს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს აყენებს. მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე მრავალი წელია, გავრცელებულია, თუმცა, პერიოდულად რიცხოვნობის მკვეთრი ზრდა ახასიათებს, რა დროსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მწერის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები