ბიძინა ივანიშვილი: ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს და მთელ საქართველოს ამ წარმატებას

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციაზე საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს „8 ერის” ტურნირზე მონაწილეობა მიულოცა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველმა რაგბისტებმა დამსახურებულად დაიკავეს საპატიო ადგილი რჩეულთა შორის.

„ქართული ოცნების” გამარჯვება თითოეული მოქალაქისთვის სიმშვიდის და უკეთესი ცხოვრების მომტანია, „ქართული ოცნების” გამარჯვება საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების, ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარების გარანტიაა. „ქართული ოცნების” გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. და ბოლოს, მთელი გულით ვუერთდები იმ სასიხარულო ამბავს, რომელიც დღეს შევიტყეთ და რასაც დიდი ხანია ველოდით ყველა – საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „8 ერის” მონაწილე გახდა. ვულოცავ, ყველაზე მეტად რაგბი გაგვიხარდა პოლიტიკოსებს. ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს და მთელ საქართველოს ამ წარმატებას. ასეთი შედეგის დასადებად ჩვენმა ბიჭებმა მთელი გული ჩადეს და დამსახურებულად დაიკავეს საპატიო ადგილი რჩეულთა შორის. ვუერთდები ამ საერთო სიხარულს, ვუსურვებ მათ კიდევ ბევრ წარმატებას. კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები