კონსტანტინე ანანიაშვილი: რეგულაციების დარღვევის გამო, ბათუმში ორი რესტორანი დაჯარიმდა

ბათუმში ორი კვების ობიექტი დაჯარიმდა. ინფორმაციას აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ობიექტებში დარღვეული იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი რეგულაციები.
“მინდა, მოვუწოდო კვების ყველა ობიექტს, დაიცვან წესები, მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს და იძულებულნი ვიქნებით, საჯარიმო სანქციები გამოვიყენოთ“, – განაცხადა აჭრის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, დღეიდან სარიტუალო დარბაზებში დაბადების დღეების, ქორწილებისა და ქელეხების აღნიშვნა აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები