ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა

ბათუმში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ინფიცირებული ექიმი 4 სექტემბერს მორიგეობდა. უწყების ცნობით, ყველა კონტაქტირებულ პირს პისიარ ტესტირება უკვე ჩაუტარდა.

“ამ დროისთვის, იდენტიფიცირებულია მედიკოსის კონტაქტები, რომლებიც იზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კოვიდ-19-ზე ტესტირება პერიოდულად უტარდება ბათუმის სასწრაფო-დახმარების სრულ მედპერსონალს”, – განუცხადეს “რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები